მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბატონო გახარია, გასაგებია, რომ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე,...

,,ბატონო გახარია, გასაგებია, რომ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, მაგრამ თქვენ ხართ ჯალათი და თეთრ ხალათს ვერ ამოეფარებით”- თინა ბოკუჩავა

Published on

თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ,-ასე მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ

ამასთანავე, მან პრემიერს ჰკითხა, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 3 თვის თავზე რატომ არ მიუღია საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ფულადი დახმარება, მაშინ როდესაც პანდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, 10-დან 7 ადამიანს კი საბანკო ვალი ჰქონდა.

„კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ.

იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, რომ 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილიც ასევე სიღარიბეშია?

რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ?

რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ?

თუ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირად ღირებულ საათებში ხარჯავს და გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს – ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს?

გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ.

გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია  არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...