მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში -...

გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში – გიორგი გახარია

Published on

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდა, ერთად ებრძოლონ კოვიდ19-ის გამო შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისს, რათა ქვეყანამ ეპიდემიის დაძლევის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი შეფასება დაიმსახუროს. მისივე თქმით, გლობალურ დონეზე შეფასდება მთლიანად ქვეყანა და არა ცალკე აღებული მმართველი გუნდი, ოპოზიცია, ექიმი ან პოლიციელი.

„ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში. რამდენად ეფექტიანად და ერთიანად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და არავინ იცის, როდის დამთავრდება. ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ისინი შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს. ისინი შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის შეფასება, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით, სხვებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით, ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში,“ – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...