მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარლ ჰარცელი: ევროკავშირი ამაყია ამ დღეს საქართველოს გვერდზე დგომით

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი ამაყია ამ დღეს საქართველოს გვერდზე დგომით

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს.

,,მსურს გულთბილად მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ევროკავშირი ამაყია ამ დღეს საქართველოს გვერდზე დგომით, რადგან ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დღეს ჩვენ პირველი რესპუბლიკის დაბადებას აღვნიშნავთ, რომელიც ევროპის ერებმა 100-ზე მეტი წლის წინ აღიარეს. ეს დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი იყო, მაგრამ ქართველმა საოცარი ნაბიჯები გადადგა იმ სამი წლის განმავლობაში. მიზანდასახულმა, აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, დემოკრატიასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, რომელმაც, მრავალი კუთხით გაუსწრო იმ დროს. საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, მაგრამ, შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც დამოუკიდებლობის იდეა კვლავ ცოცხლობდა საქართველოში.

საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და იმის შეხსენება, რომ ხშირად თავისუფლება საფასურის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს.
 
საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, ამიტომაც ჩვენს მეგობრობას მყარი საფუძველი აქვს, რითაც ვუმკლავდებით საერთო გამოწვევებს. ამჟამინდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, აჩვენეს თუ რას ნიშნავს ეს მეგობრობა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...