მთავარისიახლეებიუკრაინა,,ეს კატასტროფაა, არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის, არამედ პარტიულ ინტერესებს''- ოპოზიცია...

,,ეს კატასტროფაა, არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის, არამედ პარტიულ ინტერესებს”- ოპოზიცია უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევაზე

Published on

,,საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის შეფასებით,  უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის, არამედ პარტიულ ინტერესებს.

„მე საერთოდ არაადეკვატურად მიმაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედება, როდესაც მათ გამოიწვიეს ელჩი კონსულტაციებზე. ეს არის უკიდურესი პროტესტი და ფუნდამენტურად არასწორია სწორედ ამ პროტესტის გამოხატვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სახელმწიფო მიტაცებული აქვს ერთ კაცს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯით ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ამ ადამიანისა და „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ელჩს კონსულტაციებზე იწვევენ ისეთი სერიოზული პრობლემის დროს, რომელიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და აგრესიას. მე რამდენადაც მახსოვს, საქართველოს ასეთი ფორმით ელჩი გამოწვეული ჰყავს 2008 წლის ივლისში, ომის წინ, როდესაც რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და შემოიჭრა საქართველოში. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებსა და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის პარტნიორობის სულისკვეთებას,“- განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა იყო დიდი შეცდომა და არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი. არსებულ ვითარებას სავარაუდოდ, მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ საქართველო შეცდომას აღიარებს და ელჩს უკრაინაში დააბრუნებს.

„რა თქმა უნდა, . არაპოლიტიკური და არადიპლომატიური ნაბიჯი და ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არსებობდა რაღაც საფუძველი განაწყენების თუ უსიამოვნო აღქმის იმ გადაწყვეტილების გამო, რაც იყო მიღებული უკარინის სახელმწიფოსა და პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო საპირწონე ქვეყნებს შორის ურთიერთობის და არ შეიძლებოდა დაზიანებულიყო ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ამ გადაწყვეტილების გამო. უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალიან ბევრ ინტერესთა თანხვედრის გამო. ამიტომ ელჩის გამოწვევა არის უკიდურესად აგრესიული და რადიოკალური ნაბიჯი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც წინასაომარი მდგომარეობის დროს იყენებენ ქვეყნები ან რაიმე განსაკუთრებული, რთული დაძაბული ურთიერთობის დროს. ამიტომ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მე მგონია, რომ იყო არასახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი ქმედება. რა გამოასწორებს ამას ? ალბათ, ერთადერთი ის, რომ შეეცადო სახელმწიფოებრივ დონეზე შეცდომა აღიარო და შედეგ გადადგა ნაბიჯი, რომ ელჩი დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება მავნებლობაზე მორიგი მავნებლობის დამატებაა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყება დააკვირდება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის შედეგად მიიღებენ ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას..

„გამოწვევა ხომ მავნებლობა იყო და ახლა მუქარის ტონით იმის თქმა, რომ იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს უკრაინა დანიშვნებთან დაკავშირებით, იტყვიან უნდა დააბრუნონ თუ არა ელჩი, არის კატასტროფა. რა გამოდის, თუ მაგალითად, სააკაშვილს, ან სხვა ქართველებს, რომლებიც დაინიშნენ, ბოლო პერიოდში ხომ რამდენიმე დანიშვნა იყო, თუ ამ დანიშვნებს არ შეცვლიან, ე.ი. ელჩს უკან არ დავაბრუნებთ და უკრაინასთან ურთიერთობას გავაფუჭებთ? სწორედ ამიტომ არიან ესენი მოსაშორებელი, რომ არ გადააყოლონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ამბიციებს, გეგმებს და ერთი ადამიანის რაღაც ხუშტურებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...