ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.
„27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
ზუგდიდში 27 და 8 მარტს მზიანი დღეები იქნება, ჰაერის ტემპერატურა ხვალ +22 გრადუსამდე მოიმატებს , 28 მაისს +23 გრადუსამდე, ღამით წამოწვიმს. 29 მაისს მოსალოდნელია მორრუბლულობა, 30 მაისს – ისევ წვიმა, 31 მაისს გამოიდარებსდა მზიანი დღე იქნება.
თბილისში დღეიდან , 26 მაისიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.