მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტმა მიიღო ტყის კანონი, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს უფლებას, ყველა...

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ტყის კანონი, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს უფლებას, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტარამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს

Published on

საქართველოს პარლამენტმა ტყის კანონი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით მიიღო. 79 მომხრე, არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთია კანონის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. კანონის ძირითადი დებულებები ძალაში სექტემბრიდან შედის.

კანონის მიღებამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მავნებლური პრაქტიკა ევროპული სტანდარტით იცვლება.

“დღეს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა და ძნელად მოხერხდებოდა ისეთი ღონისძინიება მოგვეფიქრებინა, რაც დღეს არის, დღეს ვიღებთ ტყის კოდექსს და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის მოვლის, ტყის დაცვის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა მთავრდება და გადავდივართ ახალ, ევროპულ სტანდარტებზე”, – თქვა ნინო წილოსანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იყო, ყველას ინტერესების დამცველი კანონი მიეღო საქართველოს პარლამენტს.

კანონპროექტი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს, სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის კომიტეტმამესამე მოსმენით დაამტკიცა  და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანა, მოქალაქეებმა ინტერნეტში პეტიციაც გაავრცელეს, სადაც ნათქამი იყო, რომ “ეს [კანონპროექტი] არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას“.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდა, უარი ეთქვა ამ კანონის მხარდაჭერაზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს კანონის არაკონსტიტუციურობის გამო. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კი თვლის, რომ კანონი არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.

კანონი მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს უფლებას, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტარამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....