მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან!'' - აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი...

,,რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან!” – აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან:

„აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, რაც მოიცავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. სწორედ ამიტომ, ჩემი პირველი გასვლა თბილისიდან იყო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისში და ჩემი ეს ვიზიტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ.

უნდა ვთქვა, რომ სულისშემძვრელი იყო იმის ნახვა, როგორ არიან გაყოფილი ოჯახები და თემები, როგორ აქვთ წართმეული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ჯანდაცვაზე მისაწვდომობა, რაც გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს, ბავშვებისთვის მიუწვდომელია განათლება, რაც მათ ეკუთვნით.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო!

ამ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა დაიმსახურეს იხილონ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით“, – განაცხადა 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კელი დეგნანმა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...