მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის,...

ჩვენ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, შენარჩუნდება – გიორი გახარია

Published on

პრემიერ მინისტრამა გიორგი გახარიამ, ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც იქნება შენარჩუნებული.

„ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმაზე, როგორ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესძლებლობას რომ შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად და ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და ამაზე მუშობა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს საკონსტუტუციო პროცესი. ჩვენი, ყველას მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია და დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....