მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება - გიორგი გახარია

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – გიორგი გახარია

Published on

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი.

„დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდბეულებაა ქვეყანა ნელ – ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის , ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა”,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....