მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ გახარიას თავისი ადგილი აქვს, პარლამენტს თავისი. - გადაწყვეტილება იმის შესახებ,...

პრემიერ გახარიას თავისი ადგილი აქვს, პარლამენტს თავისი. – გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია

Published on

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია. თუ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მაინც მიიღო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის აუცილებლად გაუქმდება.- აცხადებს ოპოზიცია.

„სრულიად მიუღებელია, რომ პარლამენტი გამოეთიშოს იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს გარკვეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვას პირდაპირ მთავრობის მიერ ისე, რომ არც კითხოს რაიმე პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ეს არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვისაკენ იმ მიმართულებებით, რაც მოუნდება მთავრობას, არა მარტო „ქართული ოცნების“ მთავრობას, არამედ ნებისმიერ მთავრობას. ამ კანონპროექტმა არ უნდა მიიღოს კანონის სახე. ის ანტიკონსტიტუციურია დიდ ნაწილში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მას არ უწერია დიდიხნის სიცოცხლე და აუცილებლად გაუქმდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება“,- აცხადებს ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...