მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჯუმბერ მილაძე არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც...

ჯუმბერ მილაძე არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში – ქეთევან ციხელაშვილი

Published on

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას,კარალეთის სიახლოვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში 63 წლის პაციენტი ჯუმბერ მილაძე გარდაიცვალა

ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა.

ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მინისტრის ცნობით, გარდაცვალებამდე ჯუმბერ მილაძეს ინსულტი ჰქონდა, როდესაც ახალგორიდან ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს. რთული გზის გამო, სავარაუდოდ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა შესაძლობა, პაციენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოეყვანათ, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

„საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და, ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...