მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველამ ყველაფერი იცოდა'', მაგრამ ქართულ ოცნებაში" კვლავ ტყუიან, რომ სალომე ზურაბიშვილის...

,,ყველამ ყველაფერი იცოდა”, მაგრამ ქართულ ოცნებაში” კვლავ ტყუიან, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მათთვის

Published on

ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და პარტიული სახეები ერთმანეთს ასწრებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა არათუ ვისიმე კარნახით, არამედ სრულიად შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიიღო

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს აშკარა ტყუილი მალევე გამჟღავნდა – გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. ამდენად მისი გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა .

მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერები ინფორმირებულები იყვნენ, მმართველ გუნდში შექმილ უხერხულობაზე პირველი განცხადება გაკეთდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში დღესაც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები საქმის კურსში ჩააყენა.

„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდა „ნაცკლასტერს“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს, თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ იქცევიან ის მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ამ საკითხიდანაც ქულების დაწერას ცდილობენ,“- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....