მთავარიUncategorized,,შემაშფოთებელია პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაცია საქართველოში''-ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს დროულად უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება...

,,შემაშფოთებელია პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაცია საქართველოში”-ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს დროულად უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება და მისი შედეგები კანონში რაც შეიძლება, მალე აისახოს

Published on

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. 

დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა.

მასში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირითად საკითხებს განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს, დროულად უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება და მისი შედეგები კანონში რაც შეიძლება, მალე აისახოს.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და შენიშვნები.

ამასთან, ანგარიში ხაზგასმულია მედიის თავისუფლება. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის დროს მედიებზე თანაბარი, პლურალისტური და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მაუწყებლებზე. უნდა არსებობდეს მკაფიო დებულებები, რომლებიც დაარეგულირებს უფასო და ფასიან რეკლამას და გაუმჯობესდება გამჭვირვალობა, მედიის მონიტორინგის გაძლიერების გზით.

ასევე, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელი სასამართლო საქმეების გამო, რამაც გაზარდა უნდობლობა და გააძლიერა დაძაბულობა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის, ასევე, განაპირობა პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაცია. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რათა, მოსამართლეთა ახალ დანიშვნებამდე გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება. ევროპარლამენტი წუხს, რომ უზენაეს სასამართლოში წინა დანიშვნებზე სერიოზული პროცედურული დარღვევები იყო.

ასევე, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს ინსტიტუტებსა და მედია პლატფორმებზე კიბერ თავდასხმებს რუსული აქტორების მხრიდან და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, თავი შეიკავოს სოციალური მედიის გამოყენებისგან ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმის, ასევე, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის;

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...