მთავარისიახლეებიმსოფლიო,,მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში...

,,მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს”- აცხადებენ ევროპარლამენტარები საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.მნიშვნელოვანია, რომ სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს- აცხადებენ სხდომის მონაწილეები

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი

: ,,საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვაქვს გავლენა და იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, აქვს ეფექტი. ამიტომ აუცილებელია, ვისაუბროთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია, ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს – სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, მათ შორის, მათ სურვილს, დაუახლოვდნენ ევროპას და ევროკავშირის სტრუქტურებს.

ამ ანგარიშის შედგენისას მოძრავ სამიზნეს ვუმიზნებდით, რადგან პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დინამიურია და შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია წარმოვადგინე. სანამ ხმის მიცემამდე მივალთ და იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ანგარიშს, კვლავ ბევრი რამ მოხდება და საქართველო არა მხოლოდ საზღვრებს გაუხსნის ტურისტებს პირველ ივლისს, არამედ ივლისამდე უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება იმაზე, მთლიანად ხდება თუ არა 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია.

ვროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი:

,,8 მარტის შეთანხმება დეპოლარიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი მცდელობა იყო და ვფიქრობ, წარმატებულიც. ბატონი უგულავას და ბატონი ოქრუაშვილის შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს.

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო კამპანიის ფინანსები, მედია და ა.შ.ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული ჩავარდნები აღმოიფხვრას.

ევროპარლამენტარი, უნგრელი დეპუტატი ბოკსორი

,,იმისთვის, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს, მათ უნდა მოვთხოვოთ ევროპულ გზაზე დადგომა, რეფორმების, დემოკრატიის, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაშიც იგულისხმება კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა, აღვნიშნო, არის შეთანხმება, რომელიც მმართველ ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ის სრულად უნდა შესრულდეს. ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ არჩევნებთან დაკავშირებით – ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მე მივესალმები, რომ პარლამენტი გეგმავს ამ ცვლილებას მაშინვე, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. ამიტომ, ამ ნაბიჯს განსაკუთრებით ველოდები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი უნდა იყოს და საქართველომ ეუთოს შენიშვნები გაითვალისწინოს.

ის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. გვჭირდება, რომ ეს წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ორივე პოლიტიკური მხარისგან.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...