მთავარისიახლეებიპოლიტიკაგოგა ხაინდრავას ხედვა: ,,შანტაჟისტი კუბილიუსი'', ,,სრულიად უსამართლო რიში'' და ,,კრიზისმენეჯმენტის...

გოგა ხაინდრავას ხედვა: ,,შანტაჟისტი კუბილიუსი”, ,,სრულიად უსამართლო რიში” და ,,კრიზისმენეჯმენტის პელე გახარია”

Published on

ხაინდრავა კუბილიუსზე: ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამისთვის მოეკითხება

შანტაჟი კი არ სცადა, ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამაზე მოეკითხება, იმიტომ, რომ ლიტვა არ არის შორს და ლიტვაში მარტო ნაცონალური მოძრაობის პოლიტიკურ ქრთამებზე აწყობილი ხალხი არ ცხოვრობს, ლიტვა ძალიან სერიოზული ქვეყანაა და იქ ძალიან სერიოზული ადამიანები ცხოვრობენ. და პოლიტპატიმრები თუ ვინმეს ჰყავდა, ლიტვას ჰყავდა, ასობით და ათასობით” – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა Post Tv-ზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსადმი EU-ს 500 000 000 ევროიანი დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ხაინდრავა სენატორ ჯიმ რიშზე: Twitter-ზე რომ გვიწერს, ჟორიკა რურუა გაათავისუფლეთო, სადა ვართ საერთოდ?

“პრობლემაა და გვტკივა ძალიან და უსამართლობაა რასაც რიში იძახის, სრული უსამართლობაა. ჯერ საერთოდ, რა მიკვირს იცი ყველაზე მეტად – ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, წარმოიდგინეთ, არის ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოს ბედს განაგებს დღეს, მისი კომიტეტი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. და ეს ადამიანი ტვიტერზე რომ გიწერს, ჟორიკა რურუას გათავისუფლებას ველოდებიო, ეს რაზე მეტყველებს, იცით? სადა ვართ საერთოდ და ეს მსოფლიო სად არის”

და ამის შემდეგ რეჟისორი თავის გმირსაც პოულობს: ,, გახარია კრიზისმენეჯმენტის პელე ყოფილა“

რატომ უტევდნენ ასე გახარიას? იმიტომ, რომ იცოდნენ – გახარია მაგარია, ძალიან მაგარია გახარია. კრიზისმენეჯმენტის პელე ყოფილა, როგორ დაალაგეს სუყველაფერი, წარმოიდგინე. როგორ “ჩოტკად” მუშაობს ყველაფერი, რა”

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...