მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი საჯარო სივრცეში გამოჩნდა ,,ახალი ძველი'' ამბიციებით: "რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის,...

პუტინი საჯარო სივრცეში გამოჩნდა ,,ახალი ძველი” ამბიციებით: “რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ცალკე ცივილიზაციაა”

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი გამორჩეული ცივილიზაციაა და გენეტიკური და სხვა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით სჭირდება დაცვა.

“რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ცალკე ცივილიზაციაა. თუ გვსურს ამ ცივილიზაციის შენარჩუნება, უნდა ვკონცენტრირდეთ მაღალი დონის ტექნოლოგიებზე და მათ სამომავლო განვითარებაზე. ეს ახალი ტექნოლოგიები უკვე გამოჩნდა და მსოფლიოს შეცვლის, უკვე ცვლის მას. რუსეთმა სხვა ქვეყნების ინოვაციებს თვალი უნდა მიადევნოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მყარი საძირკველიც გვაქვს. მეცნიერების, კვლევითი ცენტრების და ინჟინრების გარეშე არ გვექნებოდა ახალი, მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს”, – თქვა მან.

პუტინის მიერ ნახსენებ ტექნოლოგიებს შორის ზებგერით რაკეტებსა და უპილოტო მოწყობილობებს შორის არის ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური კვლევები.

ინტერვიუ, რომელიც ეთერში 17 მაისს გავიდა 2019 წლის სექტემბერშია ჩაწერილი. მის ეთერში გასვლამდე პუტინმა უხელმძღვანელა გენეტიკური ტექნოლოგიების საკითხზე გამართულ შეხვედრას.

შეხვედრაზე რუსული ნავთობკომპანიის, როსნეფტის ხელმძღვანელობამ პუტინს სთხოვა გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინათ, რათა ამ სფეროში ინვესტიცია ჩაედოთ. 2018 წელს პუტინმა ბიუჯეტიდან გენეტიკურ კვლევებზე $2 მილიარდი გამოყო და განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოს რუსეთის ყველა მოქალაქეს “გენეტიკური პასპორტი” ექნება.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...