მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ხელისუფლებამ რვა მარტის შეთანხმება ჩააგდო, საკადრის პასუხს მიიღებს

თუ ხელისუფლებამ რვა მარტის შეთანხმება ჩააგდო, საკადრის პასუხს მიიღებს

Published on

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებს მოუწევს შეასრულოს რვა მარტის შეთანხმება ყველა პუნქტის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში საკადრის პასუხს მიიღებს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, აქციები განახლდება. როგორც მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ „ქართული ოცნება“ კვლავ მოინდომებს მოტყუებას, ტყუილს ექნება შესაბამისი პასუხი.

„პირდაპირ გეტყვით, რომ აქციები, როგორც ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო მექანიზმი, ყოველთვის დღის წესრიგშია, მაგრამ აქცია ჩვენი თვითმიზანი ხომ არაა? სამი თვე ცივ ზამთარში ქუჩაში ვიდექით. იმიტომ გვაქვს ეს შედეგი, რაც გვაქვს დღეს. საჭირო იქნება? რაღა თქმა უნდა, ისეთივე არაძალადობრივი ფორმით, რომელიც სრულიად ახალი ფორმა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, შეიძლება აქციებიც იყოს და ყველაფერი. თუ „ქართული ოცნება“ კვლავ მოინდომებს ჩვენს მოტყუებას, ამ ტყუილს ექნება შესაბამისი პასუხი“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ნუ ვიმარჩიელებთ, მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს კითხვას, რა მოხდება, თუ გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, „რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, ე.ი. ის ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს”.

„მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კოორდინარება და ერთობლივი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ოპოზიცია. ჩვენმა ერთიანობამ, ამ მაგიდის ერთიანობამ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წამოსულიყო. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეთანხმების ბოლომდე შესრულება, აუცილებლად უნდა იქნეს საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული იმიტომ, რომ ეს არის შანსი იმის, რომ ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს წინაასარჩევნოდ და შემდეგ არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს.

ამ ტიპის ერთობა და კოორიდინირება, რომელიც ახლა არის და რომელიც დარწმუნებული ვარ, შეთანხმდება იმაზე, რომ ერთმანეთის ხმები დავიცვათ როგორც მინიმუმ, მისცემს ჩვენს მოსახლეობას იმის გარანტიას, რომ ვერავინ გაბედავს არჩევნების გაყალბებას, ეს კი მომავალი მშვიდობიანი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტია იქნება. დღეს ვასაუბრებთ მიღწეულ შედეგებზე, ვისაუბრებთ შემდგომი ტიპის კოორდინაციაზე და ალბათ, სხვა საკითხებზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ ეჭვგარეშეა, ოლიგარქს გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს. ხომ შეეშინდა 8 მარტის შეთანხმების ვერასრულების. ამიტომ გახდა ის იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა ოქრუაშვილი და უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი, ასევე იყო გიორგი რურუა. თუ გიორგი რურუას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება, ანუ ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად,  ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, გაათავისუფლოს, თანაც ამ შემთხვევაში მას არ დასჭირდება სალომე ზურაბიშვილი, მას დასჭირდება მორჩილი ბატონი შოთაძე. პროკურატურა უბრალოდ გამოიჩენს „კეთილ ნებას“ და გნებავთ სამაჯური გაუკეთონ რურუას, ფაქტია ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკამ მელიამ

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...