მთავარისიახლეებიპოლიტიკა1000 დამცავი ეკიპირება ქართველი მედიკოსებისათვის მიხეილ სააკაშვილისაგან. ,,სამწუხაროა, რომ...

1000 დამცავი ეკიპირება ქართველი მედიკოსებისათვის მიხეილ სააკაშვილისაგან. ,,სამწუხაროა, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა, მაგრამ გზავნილმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან მახარებს” – აცხადებს მესამე პრეზიდენტი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მეგობრების დახმარებით სახსრები მოიძიეს და საქართველოში 1 000 მედპერსონალისთვის COVID19-სგან დამცავი ეკიპირება გამოგზავნეს. ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეო ფეისბუქზე გაავრცელა.

სააკაშვილის განცხადებით, აღჭურვილობაში შედის: კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და დამატებით ნიღბები. მისი თქმით, ეს ყველაფერი ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში უკვე დარიგდა, ორშაბათიდან კი კახეთის რეგიონის კლინიკებშიც შევა.

“სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქმევინეს უარი, დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ყველაფერი ისედაც აქვთ. ჯერ ერთი თუ აქვთ, ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, იმიტომ რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა”. ასეა თუ ისე, ათასმა კომპლექტმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან მახარებს.— წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, იგი გუშინ საღამოს ჩაერთო ზუმით კახეთის შვიდი კლინიკის ხელმძღვანელებს და მათ მედპერსონალს და გაუზიარა თავისი ინიციატივის არსი და დეტალები. ,, მათგან უშუალოდ მივიღე დავალებები შემდგომი დახმარების აუცილებლობის შესახებ.”- დასძინა მიხილ სააკაშვილმა

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....