ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული, ოდიოზური ფიგურის, ოთარ ფარცხალაძის ძმის დაკავებას პროკურატურასა და შსს-ს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.
ზოდელავას თქმით, ორი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს შოროს დაპირისპირება დიდიხანია არსებობს, თუმცა დაძაბულობა თორნიკე ფარცხალაძის დაპატომრებამ კიდევ უფრო გაამწვავა.
“ფარცხალაძისა და გომელაურის დაჯგუფებებს შორის მიდის ღია კონფრონტაცია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ინფორმაციები გამოდის ამ უწყებებიდან. გარწმუნებთ, რომ უმძიმესი დაპირისპირება მიმდინარეობდა მათ შორის.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნიბილი, რომ ფარცხალაძეს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ რა მოხდება ეს არ ვიცით.
ეს ფაქტი მიჩქმალული იყო და მას შემდეგ გამოჟონა რაც ფარცხალაძე-გომელაურის დაჯგუფებას შორისდაპირისპირებამ პიკს მიაღწია”- აცხადებს ზოდელავა.
წყარო Newposts.ge