მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ზომამდე მიიყვანეს მუშაკაცი - ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა მუშამ ცვლის...

რა ზომამდე მიიყვანეს მუშაკაცი – ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა მუშამ ცვლის უფროსი დაჭრა, ხოლო შემდეგ პოლიციის უფროსს სცემა

Published on

მთავარი არხის” ინფომაციით, ჭიათურის პერევისას მაღაროში დასაქმებულმა მუშამ მაღაროს ცვლის უფროსს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. დაკავებული საჩხერის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მან  პოლიციის თანამშრომელს, არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსს აგინა და სასტიკად სცემა თავისივე კაბინეტში.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

ჭიათურის პროფკავშირების უფროსის ინფორმაციით, დაპირისპირება სავარაუდოდ სოციალურ ნიადაგზე მოხდა.

მაღაროების რამდენიმეთვიანი გაჩერების გამო, თანამშრომლები გაათავისუფლეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.  

შსს -ს ცნობით, დაკავებულს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 

“თავისი ცვლის უფროსი დაჭრა, როგორც ირკვევა ეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არ მომხდარა. სახლში ისვენებდა ბრალდებული, შემდეგ მაღაროში ასულა, ხმაური არავის გაუგონია, მისულა და დაუჭრია,”- აცხადებს ადგილობრივი.

თანამშრომლის მიერ დაჭრილი მაღაროს ცვლის უფროსი ხვიჩა ცაცვიძე კი ჭიათურაში, ” ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაშია მოთავსებული. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მას ჰქონდა მუცლის წინა კედლის ჭრილობა, მაგრამ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჭრილობებში ჩატარდა რევიზია და პაციენტი კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა ექიმმა ზაზა კახნიაშვილმა. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....