მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი სენტორები: მივესალმებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. აგრეთვე...

ამერიკელი სენტორები: მივესალმებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. აგრეთვე და მედიამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებას

Published on

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, ჯინ შაჰინი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ. 

“ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებით გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ”, — წერს სენატორი რიში. 

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად. 

“მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბნ. ოქრუაშვილის და ბნ. უგულავას ციხიდან გათავისუფლებას.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესისთვის მიგვეღწია.

მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს”, — ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...