მთავარისიახლეებისაზოგადოება“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შიმშილობა დაიწყეს

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შიმშილობა დაიწყეს

Published on

“ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კარავი გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. 
 
როგორც აქციის მონაწილეები მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ.  „ჩვენ ხელისუფლებას მივეცით 10 დღიანი ვადა, რომ შეესრულებინა მათი მოთხოვნები და ეს მოთხოვნა არის ზიანის და ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურება. დღეს   მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველ დღე სამი ადამიანი იშიმშილებს, სანამ  ჩვენი  მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“- აცხადებენ ისინი. 
 
დაზარალებულებს შეხვდა “ბავშვთა სამყაროს” კომერციული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელმაც მოვაჭრეებს ურჩია, რომ დალოდებოდნენ საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მოხდებოდა კონკრეტული ზარალის გაწერა, თუმცა მის წინადადებას დაზარალებული მოვაჭრეებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 
 
ამ დროისთვის შიმშილობა 3 დაზარალებულ მოვაჭრეს აქვს გამოცხადებული.
 
 

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...