მთავარისიახლეებიპოლიტიკარა გავიგეთ იმ ე.წ. "პრეზენტაციიდან" განათლების ამუშავების და ანტიკრიზისული გეგმის სახელი რომ...

რა გავიგეთ იმ ე.წ. “პრეზენტაციიდან” განათლების ამუშავების და ანტიკრიზისული გეგმის სახელი რომ დაარქვა მატყუარა და თაღლითმა მთავრობამ?! – ოპოზიცია თვითკმაყოფილების პრეზენტაციას უწოდებს ჩხენკელისა და გახარიას გეგმას

Published on

ოპოზიციაში მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან განათლების სამინისტროს განათლების ამუშავების და ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა მიხეილ ჩხენკელის მიერ პრემიერგიორგი გახარიას მონაწილეობით.

რა გავიგეთ იმ ე.წ. “პრეზენტაციიდან” განათლების ამუშავების და ანტიკრიზისული გეგმის სახელი რომ დაარქვა მატყუარა და თაღლითმა მთავრობამ?! – ამბობს პარტია,,ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე.

გამოცდების თარიღებს და ჩატარების პირობებს გეტყვით, ოღონდ ჯერ ვმუშაობთ და ცოტა ხანში გვეცოდინებაო. მაღალბიუჯეტიანი ტელე-სკოლა დავნერგეთ და კარგი შეფასება მივიღეთ OECD -სგან, ოღონდ ვინ ერთვება, რამდენ მოსწავლეს მოიცავს და რა სტატისტიკური მონაცემები აქვს სახელმწიფოს არ ვიცით. ნიშნებს და შეფასებებს დავწერთ წლის ბოლოს და გამოსწორების საშუალებასაც მივცემთ მოსწავლეებსო. რა ცოდნა მიიღეს ან თუ მიიღეს საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვსო. დახმარება ვისაც სჭირდება დისტანციურ სწავლებაში- მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ამ კატეგორიას არ ცნობს მინისტრი. თითქოს არც გვყავს 150 000 შიმშილის ზღვარს მიღმა მოზარდი და გაჯეტ-ლეპტოპებს რომ არ ფლობენ ან ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ვითომ არ იცის. სტუდენტებს ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით, უნივერსიტეტებმა ხომ გადაუვადეს გადასახადიო? პროფესიულსაც რაღაცას მოვახერხებთ, გეგმები და ბიუჯეტი გვაქვსო. რა ენაღვლებათ, დივერსიფიკაციაზე კი არ შეიწუხებენ თავს.

ეს არის მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით, რადგან ეს ანტიკრიზისული კი არა საკუთარი სიშტერის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის დამადასტურებელი “გეგმა” ვიხილეთ, რომელსაც განათლების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან, შედეგებთან კავშირი არ აქვს. ბიძინას და ქუთაისის ტექნოლოგიურის ხსენება რადგან შეძლო ჩხენკელმა, განათლების ანტიკრიზისულ გეგმას რას დაეძებს”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

,,ჩვენ მოვისმინეთ თვითკმაყოფილების უცნაური პრეზენტაცია, სადაც არ იყო საუბარი სერიოზულ გამოწვევაზე, მათ შორის ეროვნულ გამოცდებზე, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განათლების მინისტრის პრეზენტაცია. მისივე თქმით, მაშინ როცა მოსახლოებას და საზოგადოებას უშლიან რომ ოჯახის სამი წევრი ჩაისვან მანქანაში, ივლისში 40 ათასი აბიტურიენტის დიდ საგამოცდო ცენტრებში გადანაწილებაში რომ არაფერი იცვლება, შემაშფოთებელია.

“მათ საერთოდ არ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ასევე არაფერი ახალი არ უთქვამთ. ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სისტემა. ფაქტობრივად, ეს აბიტურიენტები უნდა ატარონ 4 გამოცდაზე. ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვთავაზობთ რომ ამ ვითარებაში აუცილებლად გასაკეთებელია ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება ჩატარდეს ყველაფერი. მაქსიმუმ 3 გამოცდა შეიძლება ჩატარეს ერთად და მეოთხე გამოცდა არ არის საჭირო ყველასთვის, ამიტომ აქ ისედაც ნაკლები აბიტურიენტი იქნება. რაიონულ ცენტრებშიც აბიტურიენტებისა და მათი ახლობლების მობილიზება იქნება სახიფათო” – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს კანონში აქამდეც უნდა ჩაეწერა, რომ დისტანციური სწავლებისას შეფასება შეიძლება დაშვებული იყოს. ამასთან, რატიანის თქმით, პროექტი “ტელესკოლა” 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

სიახლეები

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....