ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში გუშინ, 14 მაისს, მოხდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი. ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
რაც შეეხება დღეს გარდაცვლილ ახალგზრდას, ექიმები გუშინვე აცხადებდნენ, რომ მისი მდომარეობა უაღრესად კრიტიკული იყო, რამდენადაც მიღებული ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.

ბათუმში, ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭი მინდია შავაძეა. მას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.
შსს-ს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 მანქანას შეეჯახა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.