მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიკა დათუკიშვილი - თუ დავით ნარმანია საკრებულოში მობრძანებას არ ინებებს, იმპიჩმენტზე ვიფიქრებთ

მარიკა დათუკიშვილი – თუ დავით ნარმანია საკრებულოში მობრძანებას არ ინებებს, იმპიჩმენტზე ვიფიქრებთ

Published on

პასუხები არ არსებობს, რადგან ადგილი აქვს უპრეცენდენტო მაქინაციას, კორუფციული სქემის მოქმედებაში მოყვანას, – ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, რითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე მერიის სამსახურების წარმომადგენლების საკრებულოში გამოუცხადებლობის თემას გამოეხმაურა.მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯი იქნება თბილისის მერის, დავით ნარმანიას დაბარება, შემდეგ კი დედაქალაქის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი დადგება. „ჩვენ დავიბარებთ დავით ნარმანიას, რასაც 13 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. თუ ნარმანიაც არ ინებებს საკრებულოში მობრძანებას, ამ შემთხვევაში არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ იმპიჩმენტზე. ტყუილად არ უნდა გადავუხადოთ მათ ხელფასი, რადგანაც არ ცნობენ არც კანონს და არც სამართალს. მათთვის არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სამართალი, მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუკმაყოფილონ ის წყურვილი, რასაც „რუსთავი 2“-ის წართმევა ჰქვია და ამ მიზანს ემსახურება მთელი სახელმწიფო აპარატი“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.თბილისის მერის მოადგილეები ნატო ქიტიაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გიგანი და ქონების მართვის სამსახურის უფროსი კარლო ლაფერაძე საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარა, თუმცა ისინი საკრებულოში არ მივიდნენ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა. „საჭიროდ არ ჩავთვალეთ ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში – დღევანდელი შოუ არ შედგა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...