მთავარისიახლეებისაზოგადოებასემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდეგ კურსებზე

სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდეგ კურსებზე

Published on

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდეგ კურსებზე შესაბამისად აკადემიური წელი არ იქნება.

 დღევანდელ პრეზენტაციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ სწორედ დისტანციური სწავლების დანერგვით იქნა მიღწეული.

,,ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება და აქ განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პროფესორებს, იმ გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები და პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ.

ის დიდი შრომა, რუდუნება, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდი გმირობას, რადგან, ფაქტობრივად, ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში. მათი დამსახურებაა, რომ ასე წარმატებით გაგრძელდა ეს პროცესი. – აღნიშნა მიისტრმა

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...