მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით როგორც ადრე ტარდებოდა, მაგრამ...

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით როგორც ადრე ტარდებოდა, მაგრამ შესაძლოა – ივლისში ან აგვისტოში

Published on

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ადრე ტარდებოდა.

ჩხენკელი ამბობს, რომ სამინისტროს ორიენტაცია ივლისზე აქვს აღებული, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, გამოცდებმა აგვისტოში გადაინაცვლოს. სხვა ცვლილებას მინისტრი არ ვარაუდობს. 

მისივე თქმით, ზუსტი თარიღები ივნისში გამოცხადდება, როგორც წინა წლებში ხდებოდა.

“ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს და წელს, რა საკვირველია, ამას დამატებითი განზომილება გააჩნია, რადგანაც ივნისში ჩვენ ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღი და აგვისტოსკენ გადატანა,” – ამბობს მინისტრი.

ჩხენკელი ამბობს, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული ჯანდაცვის სფეროს პროტოკოლები.

მინისტრი ჯერჯერობით ერთ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ერთ სივრცეში, ანუ ერთ ოთახში, გამოცდების მიმდინარეობისას არ იქნება 10 აბიტურიენტზე მეტი.

მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციების და პროტოკოლის დეტალური სია ივნისში გამოქვეყნდება.

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...