მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია

Published on

ფოთში, აღამაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში აცხადებენ, რომ ,,შედარებით მძიმეა ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მდგომარეობა, მას ტრავმები მიღებული აქვს თავისა და მუცლის არეში. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულე ქალსა და მანქანაში მყოფ ორსულ ქალბატონს, მათ აღენიშნებათ მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

თვითმხილველთა ინფორმაციით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შენობას. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში, კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით , მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...