მთავარისიახლეებისაზოგადოებარომის პაპი დღეს დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს - ამასთან ილოცებს საქართველოსთვის,...

რომის პაპი დღეს დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს – ამასთან ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის

Published on

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას. –
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. ასევე, მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რაც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.

რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...