მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალაში რჩება კომენდანტის საათი, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნისა და წინ ჯდომის...

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნისა და წინ ჯდომის შეზღუდვა

Published on

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 14 მაისს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაციის შედარებით დასტაბილურების გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა დაგეგმილზე ადრე მოხსნას. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ეკრძალებათ გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

18 მაისიდან გაიხსნება  სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ამასთან,  მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნას, მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრები არიან, თუ უცხო ადამიანები. ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მძღოლის გვერდით სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს. 

პრემიერმინისტრს არ განუმარტავს რატომ ტოვებს ამ შეზღუდვებს ძალაში და მოკლ კომენტარით შემოიფარგლა:

“ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა”, – განმარტავს მთავრობის მეთაური. 

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...