მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეუშლის თუ არა ხელს 8 მარტის შეთანხმების დარღვევა ...

შეუშლის თუ არა ხელს 8 მარტის შეთანხმების დარღვევა ეკონომიკური დახმარების მიღებას პარტნიორებისგან?

Published on

შეუშლის თუ არა ხელს 8 მარტის შეთანხმების არშესრულება პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას?

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, რეფორმების განხორციელების, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ- ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებისთვის, 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით ეხმარება. მაგრამ ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმების, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის  სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ქვეყანამ ეკონომიკური დახმარება მიიღოს და კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი დაძლიოს.

ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეს დახმარება არ დაკარგოს და ეს დახმარება ქართველ ხალხს მოხმარდეს.ამ დახმარების მიღება კი გადაჯაჭვულია იმასთან შეასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი  8 მარტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს , რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას

ეს ეხება ასევე სხვა ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგადად ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ეკონომიკური დახმარება და ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანი სენატორების, როგორებიცაა მაგალითად სენატორი რიში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ხოლმე დახმარების საკითხებს, მათი მოწოდებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ასეთი ტიპის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები შეშფოთებულები არიან, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებებს.

ამაზე ნათელი გზავნილები, რაც ბოლო დღეებში კეთდებოდა ჩვენი პარტნიორების მიერ, უბრალოდ ძნელი მისაღებია და ამის არშესრულება, რომ პოტენციურად სააფრთხეს უქმნის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას დახმარების თუ სხვა კუთხით, ესეც ძალიან ნათელია. ამიტომ, ამ ცეცხლთან თამაში არ არის არავის ინტერესში, არ არის ხელისუფლების ინტერესში და არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში“, – განაცხადა კაპანაძემ.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...