მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: 20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის დაცვით უნდა გაიმართოს აქცია, რომელიც ...

შალვა ნათელაშვილი: 20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის დაცვით უნდა გაიმართოს აქცია, რომელიც ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ხალხს არ ავიწყდება მისი ნამოქმედარი

Published on

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ნათელაშვილის განცხადებით, მან ოპოზიციას შესთავაზა, რომ 20 ივნისს დისტანციის დაცვით რუსთაველის გამზირზე გაიმართოს აქცია, რათა ხელისუფლებას შეახსენონ, რომ ხალხს არ ავიწყდება მათი ნამოქმედარი.

“20 ივნისს დისტანციით დაცვით უნდა ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელს მსოფლიოს და რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, მათი ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ წინააღმდეგობა ეს არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური ან პოლიტიკური”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...