მთავარისიახლეებიპოლიტიკახომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი! ბატონო გახარია..."

ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი! ბატონო გახარია…”

Published on

ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცმებას” მიმართავს და მათ ნაბიჯებს რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლას უწოდებს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის  განცხადებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გამოუვა “ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ეწევა”:

„მივმართავ „ქართულ ოცნებას“ არ გამოგივათ რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! მეგობრებო, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე, თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.

არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით შეცვლით ამ მიმართულებას. ყველა ხელისუფლებამ, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს. განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლის. დამერწმუნეთ, რომ ამას არ დაუშვებს, არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ასე, რომ მარტივი საკითხია დარჩენილი შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ. ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი! ბატონო გახარია რომელზეც გუშინ საუბრობდით. მსურს მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ მოლაპარაკებებზე. ნუთუ არ გცხვენიათ?! რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის ერთს საუბრობთ, საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით. იოტისოდენა სინდისი და მორალური სტანდარტი მაინც ხომ უნდა გქონდეთ. რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?! შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოთ?!

ასევე მსურს მივმართო მოსახლეობას ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ტყუილზე, ისევე როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...