მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ტყუილია, რომ რაჭაში მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება- ჩვენ შევინარჩუნებთ ...

,,ტყუილია, რომ რაჭაში მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება- ჩვენ შევინარჩუნებთ ეკოსისტემას და მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საინტერესოა, ხეებიც არ მოიჭრება?

Published on

მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დავითაშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება, არის ტყუილი, მოღალატეობრივი და რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„რაც შეეხება რაჭის კასკადთან დაკავშირებით, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმგვარი დეზინფორმაცია და მე ვფიქრობ, რომ ასევე უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. ის მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის მკვიდრი მოსახლეობის, ონის მოსახლეობის და ამ დეზინფორმაციის მიზანი მათი შეცდომაში შეყვანა იყო.

უბრალოდ ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული, იყო ტყუილი. პირველ რიგში იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, ორივე ფაქტი არის ტყუილი, არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება, არც მდინარე რიონის დაკარგვა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100%-ით გათვალისწინებული

. როდესაც საუბარი იყო, რამდენიმე წელიწადი ხდებოდაო განხილვა და მარტში გაიცა ნებართვაო, ეს იყო რამდენიმეჯერ გადავადებული რადგან რამდენიმე წლიანი შესწავლა უძღოდა წინ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ის ასპექტი, რომელზეც იყო საუბარი, რომ არ იყო შესწავლილი კომპეტენტური ექსპერტების მიერ.

რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...