მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ქართველი "კანონიერი ქურდი" სცემეს

აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ქართველი “კანონიერი ქურდი” სცემეს

Published on

ქართველი “კანონიერი ქურდი” თენგიზ ლაკერბაია ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს.მას ფიზიკურად იმავე დაწესებულებაში მყოფი სხვა კრიმინალური „ავტორიტეტები“ გაუსწორდნენ.-ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ნიუ პოსტი აქვეყნებს

საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თენგიზ ლაკერბაია და კიდევ ერთი პატიმარი ჩუმად ჭამდნენ. ამ ფაქტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ეს სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში კრიმინალური გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ცნობილია, რომ თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირისპირება აქვს გავლენიან რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა, სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.

მომხდარში რაულ ბარცბას კლანი თენგიზ ლაკერბაიას და მის მოკავშირეებს ადანაშულებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...