მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლებამ უდა გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები''...

,,ხელისუფლებამ უდა გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები” – EMC – სის განცხადება ენზელ მკოიანის თარეშზე სამცხე-ჯავახეთში

Published on

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული არაერთი ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევას, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრსა და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.

EMC მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან აღნიშნული შემთხვევების დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამასთან, მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ პარტიას გადახედოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის მკვეთრად ანტიდემოკრატიულ შინაარსს და გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები.


“ბოლო თვეებში, სამცხე-ჯავხეთის რეგიონში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. სამწუხაროდ, აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ ჰქონიათ, რაც გამოძიებაზე პოლიტიკური ინტერესების გავლენისა და რეგიონში ჭარბი ძალაუფლების მქონე დეპუტატის პოლიტიკური და სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს ატარებს.


2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. თუმცა ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი.


ამ და ასევე ადრე მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში. ნათქვამია EMC -ს განცხადებაში

სიახლეები

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა...