მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,მნიშვნელობა არ აქვს, რა ილაპარაკეს რუსეთის შნირებმა და მათ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მნიშვნელობა არ აქვს, რა ილაპარაკეს რუსეთის შნირებმა და მათ შორის ბუნკერში ჩამალულმა კაცმა , პამპერსები რომ გაავსო შიშით ჩემი დანიშვნის გამო ”

Published on

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი. მე არ ვლაპარაკობ დანარჩენებზე, არ ვლაპარაკობ ბუნკერში ჩამალულ კაცზე, 2 თვე რომ ბუნკერიდან არ გამოდის და პამპერსები გაავსო შიშით ჩემი დანიშვნის გამო, მე ვსაუბრობ სერიოზულ მოთამაშეზე, სერიოზული მოთამაშე არის რუსეთი და რუსეთისთვის ჩემი დანიშვნა იყო ძალიან პრინციპული საკითხი. რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს, მნიშვნელობა არ აქვს. – ასე გამოეხმაურა მთავარი არხის ეთერში. საქართველოს ექსპრეზიდენტი და ახლა უკვე უკრაინის რეფორმატორთა გუნდის საკვანძო ფიგურა მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების წევრების განცხადებებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციებისთვის გამოიხმეს და რომ მისი დანიშვნა შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე აისახოს.

ნამდვილად არ მაქვს დრო ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარი. ეს არც ჩემი ფუნქციაა და ჩემი პოზიცია ისედაც კარგად იცით. ახლა მაქვს მე ჩემი საქმე და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იქ, სადაც ვართ და როცა ვიბრძოლებთ ბოლომდე – შედეგიც გვექნება, შედეგი კი ძალიან მალე გვექნება.– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალ საქმეში მის უკრაინელ და ქართველ თანამოაზრეთა შესახებ საუბრისას იგი შეეხო მიღწევებს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია მისი და მისი ქართული გუნდის წევრების დახმარებით, თუმცა განაცხადა რომ არ აპირებს უკრაინული საქმეების კეთებას ქართველების ხელით დარომ ძრითადი აქცენტები უკრაინელ პოლიტიკოსებზე გაკეთდება. ამავე დროს განაცხადა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა კონსულტაცია გაუწიოს და ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ხედვები გაუზიაროს უკრაინის ხელისუფლებას და სახელდობრ პრეზიდენტ ზელენსკის,რომელიც არის მთავრი ფიგურა უკრაინის ხელისუფლებაში და თავისი შ4რსაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მას ქვეყნის ახალ გზაზე გაყვანისათვის, რეფორმებისთვის, კორუფციასთან, მოძველებულ სისტემასთან ბრძოლაში .

პრეზიდენტმა განაცხადა რომუკრაინაში თავს უცხოდ არ გრძნობს, რომ იგიუკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ორგანულ ნაწილად აღიქვამს თავს, თუმცა გვერდი ვერ აუარა თავის გრძნობებს მშობლიური საქართველოს მიმართაც:

,,ოდესაში წავედი 1 დღით დასასვენებლად, სახლში. ოდესა ძალიან ჰგავს თბილისს, ვინც ყოფილა იცის, მაგალითად პლეხანოვი, სადაც მე დავიბადე ერთი ერთზე ჰგავს პუშკინის ქუჩას ოდესაში. ოდესაც და თბილისიც ერთმა კაცმა ააშენა, გრაფმა ვორონცოვმა. არა მხოლოდ ქუჩები, გაქვს ატმოსფერო, ხალხი, ამიტომ იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. თუ რამე მიკლავს საქართველოს ნოსტალგიას ყველაზე მეტად ესაა ოდესაში ყოფნა, ამიტომ ხშირად დავდივარ.

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...