მთავარისიახლეებიეკონომიკასოფელ დარჩელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გაიხსნა

სოფელ დარჩელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გაიხსნა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გახსნა. დარჩელის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თხილის საწარმო თვენახევარში აშენდა, სადაც შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება. მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციამ სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის შემდეგ კოოპერატივი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. დღეს გამართულ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოს სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...