მთავარისიახლეებიპოლიტიკაელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა...

ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა – ოთარ კახიძე

Published on

ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.

კახიძის განმარტებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები „თავისი ვიწრო პოლიტიკური ბოღმის გამო არ უნდა დააზარალოს“.

„თუკი „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სამარცხვინო ისტერიკა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მიიღონ მხედველობაში“ – განაცხადა კახიძემ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...