მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი პირველ განცხადებებს აკეთებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის...

მიხეილ სააკაშვილი პირველ განცხადებებს აკეთებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში

Published on

კრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ახლად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად პირველ რიგში საჭიროა ბიზნესის გათავისუფლება ადმინისტრაციული ჩარევისგან.

„უკრაინაში ახლა დიდი კრიზისია, მსოფლიოში კორონავირუსის არსებობის გამო. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ეკონომიკის დასახმარებლად, ეს არის ბიზნესის გათავისუფლება ადმინისტრაციული ჩარევისგან. არსებობს დიდი რაოდენობით რეგულაციები, რომლებისგანაც უნდა გავთავისუფდეთ. უნდა მოვიშოროთ უაზრო რეგულაციები საგადასახადო სფეროში, საბაჟოზე, სადაც უამრავ ქაღალდს ავსებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელერახ „1+1“-ის დილის ეთერში საუბრის დროს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ოფისი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, რადგან ეს არის სახელმწიფოს მეთაურთან არსებული ტრადიცული ორგანო.

7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...