მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ გატეხა ერდოღანის სიძის საფოსტო ყუთი? - დაკავებულია გერმანული Welt-ის...

ვინ გატეხა ერდოღანის სიძის საფოსტო ყუთი? – დაკავებულია გერმანული Welt-ის ჟურნალისტი

Published on

თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Welt-ის ჟურნალისტი დააპატიმრა. მას ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მონაცემების არასწორი გამოყენება და ტერორისტული პროპაგანდა, – წერს Associated Press-ი.
 
სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალისტ დენიზ იუსელი, რომელსაც ორმაგი – გერმანიის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის ენერგეტკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერატ ალბაირაკის საფოსტო ყუთის გატეხვის ამბავს აშუქებდა. ალბაირაკის წერილები მოგვიანებით WikiLeaks-მა გამოაქვეყნა.
 
ბერატ ალბაირაკი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. WikiLeaks-მა 57 ათასზე მეტი ელექტრონული წერლი გამოაქვეყნა, რომლებიც 2000-2016 წლებით თარიღდება და უმრავლესობა არის მიმოწერა თურქ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და ოჯახის წევრებთან.
 
Welt-ის-ის მთავარმა რედაქტორმა იუსელს შესანიშნავი თანამშრომელი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვა მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
 
განცხადება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის ცნობითაც ჟურნალისტი ხუთშაბათს დააპატიმრეს. “ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბატონი იუსელის საქმეს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით გამოიძიებენ და მას მოეპყრობიან სამართლიანად, კერძოდ, თურქეთის კონსტიტუციით გარანტირებული პრესის თავისუფლების დაცვით”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...