მთავარისიახლეებისაზოგადოებახალხს ჩაკეტილი ქვეყანა აღარ სურს - დონალდ ტრამპი

ხალხს ჩაკეტილი ქვეყანა აღარ სურს – დონალდ ტრამპი

Published on

დონალდ ტრამპი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ აშშ-ის ეკონომიკა იმაზე ძლიერი და დიდებული იქნება, ვიდრე ეს სადმე სხვაგან შეიძლება იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ისტორიაში, რადგან კვლავ ვხსნით ჩვენ ქვეყანას, – აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას აღარ სურს პანდემიის გამო ჩაკეტილი ქვეყანა.

„ხალხს სურს, რომ ქვეყანა გაიხსნას. ჩვენ გვსურს ამის უსაფრთხოდ გაკეთება, თქვენ იცით სოციალური დისტანცირების, ხელების დაბანისა და ყველაფრის შესახებ, რისი გაკეთებაც საჭიროა“,- აცხადებს ტრამპი.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ს ბოლო მონაცემებით 75 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულია მილიონ 250 ათასი ადამიანი.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...