მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ნერვიულობს. ივანიშვილი ნერვიულობს. გახარია ნერვიულობს.

რუსეთი ნერვიულობს. ივანიშვილი ნერვიულობს. გახარია ნერვიულობს.

Published on

მიხეილ სააკაშვილმა თავის დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინ “უკრაინა 24-ის” ეთერში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ზელენსკი თავად გააჟღერებს.

სააკაშვილმა იმ გამოხმაურებებზეც ისაუბრა, რომელიც მის დანიშვნას რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა.  

ვფიქრობ, ქართული რეაქცია არაფერ შუაშია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას საქართველოშიც არ უწევენ აგარიშს, ისეთი მიზერული ავტორიტეტი აქვთ. 

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე. მეორეც, ამ დღეებში ვუყურებ ირონიით, რომ უკრაინაში გამოჩნდნენ ქართული რეფორმების ექსპერტები. სულელური არგუმენტები მოჰყავთ, რომ არ დაიწყოს რეალური ცვლილებები. ზელენსკის სურს ცვლილებები, მაგრამ აქ ინტერესთა ჯგუფები მოქმედებს. 

ვფიქრობ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტი კონკრეტულ გადაწყვეტილებას გააჟღერებს. ნახეთ, ყველაზე მეტად ამ დანიშვნის წინააღმდეგ ისტერიულად გამოდის მოსკოვი. ყველა რუსულ არხზე ყველაზე მეტს სააკაშვილზე ლაპარაკობენ. თუ რუსეთი ასე ნერვიულობს, თუ გაზპრომის მსხვილი აქციონერი ივანიშვილი ნერვიულობს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის კარიერაც რუსეთთანაა დაკავშირებული, ესე იგი, რაღაცაშია საქმე. იმიტომ რომ, ეშინიათ, თუ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვლება, მისი გაყოფა ვეღარ მოხდება, უკრაინა წარუმატებლობის მაგალითი ვერ იქნება. მე მათ ასეთი სიამოვნების საშუალებას არ მივცემ, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...