მთავარისიახლეებისაზოგადოებასავარაუდოდ, "რეალურ სივრცესთან" ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 14 გადაცემა დაიხურება

სავარაუდოდ, “რეალურ სივრცესთან” ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 14 გადაცემა დაიხურება

Published on

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ ახალი ხედვა წარადგინა. ბორდის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ოთხივე კრიტერიუმის გათვალისწინება არ მომხდარა.მენეჯმენტის მიერ წარდგენილი ახალი ხედვა 14 გადაცემის დახურვას ითვალისწინებს. მათ შორის არის ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა რეალური სივრცე, კაცების დრო, ეკონომეტრი, რადიო თავისუფლება წითელი ზონა და სხვა.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საკითხის დეტალურად გაცნობისთვის დრო ითხოვა, რის გამოც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭომ არხის ხელმძღვანელობას შეფასების 4 კრიტერიუმი შესთავაზა. ბორდის წევრების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, არხის განვითარების გეგმა უნდა შეიცვალოს.სამეურვეო საბჭოში აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ რეიტინგზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...