მთავარისიახლეებიეკონომიკარატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში? - ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრი ...

რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში? – ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო სესიაზე დაიბარა

Published on

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

ამასთანავე, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...