გუშინ, 4 მაისს ევროპულმა საქართველომ და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა
აბაშიძემ, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა: “უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!”
პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი გადადგომასთან ერთად აბაშიძის მიმართ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მოითხოვს და ამბობს, რომ ერთნიკური შუღლის გაღვივება და ძალადობისკენ მოწოდება კანონით ისჯება.
“სანამ ზაზა აბაშიძე თანამდებობაზეა, ქართული ოცნება კონკრეტული სოფლის მცხოვრებთა „ამოხოცვის“ შესახებ მისი სიტყვების თანამოზიარეა”, – ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის პოსტს ეხმაურება.ამ ბატონის ადგილი მართლაც გორჩაკოვის ფონდშია და არა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში”, – წერს კანდელაკი.საზოგადოება უნდა დაირაზმოს ამ საშიში მოვლენისთვის საკუთარი ადგილის მისაჩენად.
ეს საბჭოთა ადამიანი აქეთ ითხოვს ბოდიშის მოხდას!.
ზაზა აბაშიძე facebook-ზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე კრიტიკას ეხმაურება. აბაშიძე მოუწოდებს ყველას, რომ ბოდიში მოუხადონ, ვინც მისი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა.აბაშიძე წერს, რომ მისი კომენტარი ეხება ყველას, არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს და მისი ეროვნული შუღლის გაღვივებაში დადანაშაულება, ცილისწამებაა. ის მხოლოდ უცენზურო სიტყვების გამო უხდის საზოგადოებას ბოდიშს.