მთავარისიახლეებიმსოფლიოკიმ ჩენ ინი ოცდღიანი გაუჩინარების შემდეგ საზოგადოებაში გამოჩნდა

კიმ ჩენ ინი ოცდღიანი გაუჩინარების შემდეგ საზოგადოებაში გამოჩნდა

Published on

ოBBC-ი ჩრ. კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველად 20 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. .

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა. მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ გულის ოპერაციის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ფხენიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა და წერდა, რომ იგი ჯანმრთელად არის თუმცა, ვერ შეძლო ამაში მსოფლიოს დარწმუნება

ჩრდ კორეის ყოფილი ელჩი ჩი სონ ხო, რომელიც 2006 წელს გაიქცა სამხრეთ კორეაში გუშინდლამდე ამტკიცებდა, რომ კიმ ჩენ ინის სიკვდილის ალბათობა ასპროცენტიანია, ამ ოცი დღის მანძილზე ხმებს მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ავრცელებდნენ სხვა კორეელი დისიდენტებიც , კერძოდ წერდნენ, რომ იგი ვეგეტატიურ მდგომარეობაში, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ფეხზე ადგომაც კი

ეჭვები კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ თავისი მმართველობის გობის განმავლობაში პირველად არ დაესწრო თავისის ბაბუის და ჩფდ, კორეის დამფუძნებლის კიმ ირ სენის დაბადების 118 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალს , რომელიც 15 აპრილს გაიმართა.

ამის შემდეგ მედიაში აგორდა ხმები, რომ იგი ან მკვდარია, ან კომატოზურ მდგომარეობაშია და ერთერთ გასაიდუმლოებულ კლინიკაშია განთავსებული, თუმცა ამ ინფორმაციას მალავენ იმიტომ, რომ ხალხი შეამზადონ ახალი მმართველობისთვის, რომელსაც არაფორმალურად მისი და აქამდეც ახორციელებდა

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...