მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზარში გაზრდილი ფასებით პროდუქტის ყიდვა მყიდველს უკვე ცალობაშიც უჭირს

ზუგდიდის ბაზარში გაზრდილი ფასებით პროდუქტის ყიდვა მყიდველს უკვე ცალობაშიც უჭირს [Video]

Published on

ვინ ზრდის ფასებს თვითნებურად საკვებ პროდუქტებზე და რატომ არ არეგულირებს სახელმწიფო ამ საკითხს, ზუგდიდის ბაზარში არც მყიდველებმა იციან და არც გამყიდველებმა. ფასები მომატებულია თითქმის ყველა სახის პროდუქტზე –  ახალი კარტოფილი 5 ლარი, ხახვი  4.5  ნახევარი, ლობიო 6- 7 ლარი, ვაშლი 4  ნახევარი ლარი- ესაა მცირე ჩამონათვალი იმ პროდუქტების, რომელიც ოჯახს ყოველდღიურად სჭირდება კვებისთვის და სწორედ ამ პროდუქტების ფასებია იმდენად  გაძვირებული, რომ მყიდველებს უკვე მათი ცალობაში ყიდვაც უჭირთ

განახევრებული მყიდველი, გაზრდილი ფასები და უიმედოდ დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც შიმშილისთვისაა განწირული – რეალობამ, რომელიც სახეზეა, შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოიტანოს. ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეები შიშობენ, რომ ისედაც შემცირებული მყიდველების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება და სახლში პურის ფულის გარეშე დაბრუნება მოუწევთ, მყიდველები კი გაძვირებულ პროდუქტებს შემოსავლის სიმცირის გამო ვეღარ ყიდულობენ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...