მთავარიUncategorized,,დროა, ოპოზიცია გამოვიდეს „თვითიზოლაციის რეჟიმიდან“, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას თუ გაუვა, „ამ რეჟიმს...

,,დროა, ოპოზიცია გამოვიდეს „თვითიზოლაციის რეჟიმიდან“, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას თუ გაუვა, „ამ რეჟიმს არჩევნებამდე მიათრევს“- ბაჩუკი ქარდავა

Published on

დროა ოპოზიცია გამოვიდეს თვითიზოლაციიდან და ქვეყანა საღათას ძილიდან გამოიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, დროულად გამოვიყვანოთ ივანიშვილის ხელისუფლება კომფორტის ზონიდან და დავაბრუნოთ პოლიტიკურ კარანტინში, რადგან ესაა დღევანდელი საქართველოს მთავარი პოლიტიკური გამოწვევა“ – წერს როვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის გვერდზე

იგიქვეყანაში მოქმედ კარანტინს და მდგომარეობის ვადის გაგრძელებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას უწოდებს და ამბობს, რომ მინიმუმ დღეს არ დგას იმის საჭიროება, რომ ქვეყანა სრულად კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდეს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დროა, ოპოზიცია გამოვიდეს „თვითიზოლაციის რეჟიმიდან“, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას თუ გაუვა, „ამ რეჟიმს არჩევნებამდე მიათრევენ“.

„ხელისუფლება დღეს გადაჭარბებული შეზღუდვებით საღათას ძილის რეჟიმში ამყოფებს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება, მინიმუმ დღეს, აღარ დგას. უვადოდ გაგრძელებული კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა, არა ვირუსთან, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლად იქცა. თუ მათ ეს გაუვათ, ამ რეჟიმს არჩევნებამდე მიათრევენ.

ქვეყანას წინ ძალიან ბევრი განსაცდელი ელოდება ქართული ოცნების უგუნური გადაწყვეტილების გამო.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...