მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი:"ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუეა და უპასუხისმგებლობაა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც...

კელი დეგნანი:”ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუეა და უპასუხისმგებლობაა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ”

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ლუგარის კვლევით ცენტრზე თავდასხმის გამო. ამის შესახებ დეგნანმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ისაუბრა. 

“ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის”, – თქვა დეგნანმა.

ელჩის თქმით, ყველამ ნახა ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ძალიან კარგად იმუშავეს დიაგნოსტირებისა, თუ მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველ ხალხს პასუხისმგებლიანად შესძლებოდა ვირუსის შეკავება. 

“ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუეა და უპასუხისმგებლობაა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ”, – თქვა დეგნანმა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...